Solana

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Solana Grand Residences LLC

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს ჩვენს წესებსა და პროცედურებს პირადი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და გასაჯაროების შესახებ, როდესაც თქვენ აქტიური შეხება/რეაგირება გაქვთ ჩვენს რეკლამებთან, ვებსაიტთან ან გვიგზავნით მოთხოვნებს. ასევე, იგი გაცნობებთ თქვენს კონფიდენციალურობის უფლებებსა და იმას, თუ როგორ გიცავთ კანონმდებლობა თქვენ.

ჩვენ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს, რათა დაგიკავშირდეთ, გავცეთ პასუხები თქვენს მოთხოვნებზე და მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს უძრავ ქონებასა და მომსახურებებზე. მომსახურების გამოყენებით ან ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებას ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

განმარტება და ტერმინოლოგია

განმარტება
ეს ტერმინები იმავე მნიშვნელობით განიმარტება, როგორც მხოლობითი, ისე მრავლობითი რიცხვის გამოყენების შემთხვევაში.

ტერმინები
ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკისათვის:

  • კომპანია („კომპანია“, „ჩვენ“) – გულისხმობს ჩვენს კომპანიას, Solana Grand Residences LLC, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში.
  • მოწყობილობა ნებისმიერი მოწყობილობა, რომელსაც შეიძლება წვდომა ჰქონდეს სერვისზე, როგორიცაა კომპიუტერი, მობილური ტელეფონი ან ტაბლეტი.
  • პირადი მონაცემები –  ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად პიროვნებასთან.
  • სერვისი – კომპანიის ვებსაიტი, რეკლამები, ონლაინ ფორმები ან სხვა პლატფორმები, რისი საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ურთიერთობა ჰქონდეთ კომპანიასთან.
  • სერვისის მიმწოდებელი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მონაცემებს კომპანიის სახელით აწარმოებს. ეს მოიცავს მესამე მხარის კომპანიებს ან ინდივიდებს, რომლებიც ეხმარებიან კომპანიას სერვისის მართვაში, ან მომხმარებლებთან კომუნიკაციაში.
  • გამოყენების მონაცემები მონაცემები, რომლებიც ავტომატურად იქმნება სერვისის გამოყენებისას ან თვით სერვისის ინფრასტრუქტურიდან (მაგალითად, გვერდის ნახვის ხანგრძლივობა).
  • თქვენ ადამიანი, რომელიც აკონტროლებს სერვისს, შეხება რეაგირებს ჩვენს რეკლამებზე ან აწვდის პირად ინფორმაციას კომპანიას.

თქვენი პირადი მონაცემების შეგროვება და გამოყენება

შესაგროვებელი მონაცემების ტიპები

პირადი მონაცემები
სერვისის გამოყენებისას ან ჩვენი რეკლამების ნახვით და მათზე რეაგირებით, ჩვენ გთხოვთ მოგვაწოდოთ გარკვეული პირადი ინფორმაცია, რომელსაც გამოვიყენებთ თქვენთან დაკავშირებისა ან თქვენი იდენტიფიცირებისთვის.
ამ ტიპის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს:

  • სახელი და გვარი
  • ელ.ფოსტის მისამართი
  • ტელეფონის ნომერი
  • მდებარეობის დეტალები, როგორიცაა ქალაქი ან ქვეყანა
  • ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ თვითნებურად მოგვაწოდებთ, მაგალითად, თქვენი პრეფერენციები/სურვილები, მოთხოვნები ან კომენტარები თქვენი მოთხოვნასთან დაკავშირებით

გამოყენების მონაცემები
გამოყენების მონაცემები შეიძლება ავტომატურად შეგროვდეს სერვისის გამოყენებისას. ეს მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი მოწყობილობის IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, გვერდებს, რომელიც მოინახულეთ და ამ გვერდებზე ვიზიტის დრო და თარიღი და სხვა დიაგნოსტიკური მონაცემები.

თქვენი პირადი მონაცემების გამოყენება
კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს პირადი მონაცემები შემდეგი მიზნებისთვის:

  • სერვისის მიწოდება და შენარჩუნება, მათ შორის სერვისის გამოყენების მონიტორინგი
  • მოთხოვნებზე პასუხის გაცემა, მათ შორის ინფორმაცია ჩვენს უძრავ ქონებასა და მომსახურებებზე
  • თქვენთან დაკავშირება ელ.ფოსტით, სატელეფონო ზარებით, SMS-ით ან სხვა ელექტრონული კომუნიკაციის ფორმებით
  • მარკეტინგული კომუნიკაციების გაგზავნა, მათ შორის ინფორმაცია პროექტების, მომსახურებების, შეთავაზებების ან ღონისძიებების შესახებ, რაც თქვენთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს (თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ ასეთ კომუნიკაციებზე)
  • კონტრაქტის შესრულება, მომსახურებებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმება ან შესრულება.
  • შიდა ანალიზი და გაუმჯობესება, მათ შორის რეკლამების ეფექტურობის შეფასება და ვებსაიტის, სერვისების და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება.
  • ბიზნესის გადაცემასთან დაკავშირებული პროცესებისთვი, როგორიცაა შერწყმა, შეძენა, რესტრუქტურიზაცია ან კომპანიის აქტივების გაყიდვა.

თქვენი პირადი მონაცემების გაზიარება

ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი პირადი მონაცემები შემდეგ სიტუაციებში:

სერვისის მიმწოდებლებთან
ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ პირადი მონაცემები სანდო მესამე მხარის სერვისის მიმწოდებლებთან, რომლებიც ეხმარებიან სერვისის მართვაში, ანალიზში ან თქვენთან კომუნიკაციაში.

შეთანხმებულ კომპანიებთან
ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ ინფორმაცია კომპანიებთან, რომლებსაც აქვთ საერთო მფლობელობა ან კონტროლი კომპანიასთან, იმ პირობით, რომ ისინი მიყვებიან ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ბიზნეს პარტნიორებთან
ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ ინფორმაცია პარტნიორებს, რომლებიც მონაწილეობენ მომსახურების მიწოდებაში ჩვენი პროექტების ან სარეკლამო ღონისძიებების ფარგლებში.

სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების მიზნით
ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ თქვენი ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კანონი ან საჯარო ხელისუფლების ორგანოების კანონიერ მოთხოვნაზე პასუხად. 

თქვენი თანხმობით
ჩვენ შესაძლოა გამოვავლინოთ თქვენი პირადი ინფორმაცია სხვა მიზნებისთვის, თუ თქვენ მოგვცეთ შესაბამის თანხმობას.

ქუქი-ფაილები და ტრეკინგის ტექნოლოგიები

ჩვენი ვებსაიტი შესაძლოა იყენებდეს ქუქი-ფაილებს და მსგავსს ტექნოლოგიებს მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ვებსაიტზე ვიზიტების ანალიზისთვის.

ქუქი-ფაილები შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

  • მომხმარებლის პირადი არჩევანის/სურვილების დასამახსოვრებლად
  • ვებსაიტის მუშაობის ანალიზისთვის
  • რეკლამის ეფექტურობის შეფასებისთვის

თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ბრაუზერი ისე, რომ ქუქი-ფაილები არ მიიღოს. თუმცა, ქუქი-ფაილების გარეშე ვებსაიტის ზოგი ნაწილი შესაძლოა არ მუშაობდეს სწორად.

პირადი მონაცემების შენახვა

ჩვენ ვინარჩუნებთ პირად მონაცემებს მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი მიზნების შესასრულებლად, მათ შორის სერვისის მიწოდება და გაუმჯობესება, თქვენთან კომუნიკაცია, საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულება, დავების გადაჭრა და შეთანხმებების აღსრულება.

სადაც კანონით ან რეგულაციით საჭირო არის (მაგალითად, საგადასახადო, აღრიცხვის ან სხვა იურიდიული პროცესის განხორციელების მიზნით), ჩვენ შესაძლოა შევინახოთ გარკვეული ინფორმაცია უფრო დიდხანს.

ზარის ჩანაწერები, თუ შეგროვებულია, შეიძლება შენახული იყოს მხოლოდ შეზღუდულ პერიოდში ხარისხის კონტროლის, სწავლებისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

როდესაც აღარ გვაქვს კანონიერი ბიზნესის საჭიროება თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებისთვის, ჩვენ ან ვშლით მას ან ანონიმურად გარდავქმნით. თუ წაშლა ვერ ხორციელდება დაუყოვნებლივ (მაგალითად, რადგან მონაცემები შენახულია სარეზერვო არქივებში), მონაცემები უსაფრთხოდ შენახული იქნება და იზოლირებული იქნება, სანამ წაშლა გახდება შესაძლებელი.

თქვენი პირადი მონაცემების გადაცემა

თქვენი ინფორმაცია, მათ შორის პირადი მონაცემები, შეიძლება დამუშავდეს კომპანიის ოპერაციულ ოფისებში ან სერვისის მიმწოდებლების მიერ, რომლებიც მდებარეობენ სხვა იურისდიქციებში.

თქვენი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით ასეთი გადაცემების განხორციელებას. კომპანია მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს თქვენი მონაცემების უსაფრთხოდ, კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად დამუშავება. 

პირადი მონაცემების გამჟღავნება

კომპანიამ შესაძლოა გამოაშუქოს თქვენი პირადი მონაცემები, თუ ეს აუცილებელია:

  • კანონმდებლობის შესრულებისთვის
  • კომპანიის უფლებებისა და საკუთრების დაცვისთვის
  • სერვისთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიებისთვის
  • მომხმარებლების ან საზოგადოების პირადი უსაფრთხოების დაცვისთვის
  • სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დაცვისთვის

თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოება

თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ ვიყენებთ კომერციულად გონივრულ ზომებს ინფორმაციის დაცვისთვის. თუმცა, ინტერნეტის ან ელექტრონული შენახვის მეთოდი არასდროს არის 100% უსაფრთხო, და ჩვენ ვერ შეგპირდებით სრულ უსაფრთხოებას.

თქვენი კონფიდენციალურობის უფლებები

კანონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, შესაძლოა თქვენ გქონდეთ შემდეგი უფლებები:

  • ითხოვოთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე
  • ითხოვოთ არასრული ან არასწორი ინფორმაციის შესწორება
  • ითხოვოთ პირადი მონაცემების წაშლა
  • ზოგიერთ მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა
  • უკან წაიღოთ თანხმობა მარკეტინგული კომუნიკაციების მიღებაზე

ამ უფლებების გამოყენებისთვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.

მარკეტინგული კომუნიკაციები

თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის მოწოდებით ჩვენს ვებსაიტზე, რეკლამებში ან განცხადების ფორმებში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია დაგიკავშირდებათ თქვენს მოთხოვნასთან დაკავშირებით და მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენს პროექტებზე, მომსახურებებსა და შეთავაზებებზე. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ მარკეტინგულ კომუნიკაციებზე.

მესამე მხარის ვებსაიტებზე ლინკები

ჩვენი სერვისი შეიძლება შეიცავდეს ლინკებს მესამე მხარის ვებსაიტებზე, რომლებიც არ იმართება კომპანიის მიერ. ჩვენ არ ვაკონტროლებთ მათ კონტენტს ან კონფიდენციალურობის პრაქტიკას და გირჩევთ გადახედოთ მათ პოლიტიკას.

კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებები

ჩვენ შესაძლოა პერიოდულად განვაახლოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ამ გვერდზე და ახალი ვერსია გავრცელდება გამოქვეყნებისთანავე.

გირჩევთ რეგულარულად გადახედოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით ან გსურთ თქვენი კონფიდენციალურობის უფლებების გამოყენება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ

მისამართი

ბათუმი, მელაშვილის 18

ელ-ფოსტა

Solanagrand@gmail.com

ტელეფონი

+995 511 544 144

გამოგვყევი

დაგვიტოვე ნომერი

მდებარეობა

დაგვიტოვე ნომერი

გთხოვთ, შეავსოთ მითითებული ველები. ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ !

დაგვიკავშირდით

Live - კამერა

დაგვიკავშირდით